პარლამენტის შენობაზე გაკეთებულ საპროტესტო წარწერებს შლიან

პარლამენტის შენობაზე გაკეთებულ საპროტესტო წარწერებს შლიან. კერძოდ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის შენობის კედელზე აქციის მონაწილეების ის წარწერა წაშალეს, სადაც ნათქვამი იყო: „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობის წინ კვლავ განათავსეს რკინის ჯებირები, რომელიც გუშინ აქციის მონაწილეებმა წააქციეს. ამასთან, სამართალდამცავებმა, რკინის ჯებირები პარლამენტის უკანა მხარესაც დააბრუნეს. საკანონმდებლო ორგანოსთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ არის დაანონსებული.

მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს