ოლექსი რეზნიკოვი ბალტიის ზღვაში რუსული „ნორდ სტრიმის“ გაზსადენის აფეთქებაზე - ეს კომპლიმენტი იქნებოდა ჩვენი სპეციალური ძალებისთვის, მაგრამ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უარყო უკრაინის ოფიციალური სტრუქტურების ჩართულობა ბალტიის ზღვაში, 2022 წლის შემოდგომაზე, რუსული „ნორდ სტრიმის“ გაზსადენის აფეთქებაში.

რეზნიკოვმა აღნიშნული განცხადება სტოკჰოლმში გააკეთა, სადაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

„ჩემთვის ეს საკმაოდ უცნაური ამბავია, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ვფიქრობ, რომ შესაბამისი ორგანოების ოფიციალური გამოძიება ყველა დეტალს აღწერს. ეს კომპლიმენტი იქნებოდა ჩვენი სპეციალური ძალებისთვის, მაგრამ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა