„არა რუსულ კანონს“ - ამ მოთხოვნით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს

„ჩვენი ბრწყინვალე მომავალი ევროპაშია," „არა რუსულ კანონს", „ქვეყნის გამყიდველებო“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. შეკრებილები სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ.

„რადგან 8 მარტია, გვინდოდა ქალების ხმა გაგვეჟღერებინა, თუმცა ხელისუფლების გუშინდელმა მოქმედებამ ჩვენი გეგმები შეცვალა, მართალია ქალების ხმას გავაჟღერებთ, მაგრამ უფრო მძაფრად. „სკეიტ პარკთან“ შევიკრიბეთ და აქედან ფეხით მსვლელობას მოვაწყობთ სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე, სადაც პროტესტს გავაგრძელებთ. წავიკითხავთ ქალთა მოძრაობის მანიფესტს და ჩვენს ხმას გავაგონებთ ყველას“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

„არა რუსულ კანონს“ - ამ მოთხოვნით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს

„ჩვენი ბრწყინვალე მომავალი ევროპაშია," „არა რუსულ კანონს", „ქვეყნის გამყიდველებო“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. შეკრებილები სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ.

„რადგან 8 მარტია, გვინდოდა ქალების ხმა გაგვეჟღერებინა, თუმცა ხელისუფლების გუშინდელმა მოქმედებამ ჩვენი გეგმები შეცვალა, მართალია ქალების ხმას გავაჟღერებთ, მაგრამ უფრო მძაფრად. „სკეიტ პარკთან“ შევიკრიბეთ და აქედან ფეხით მსვლელობას მოვაწყობთ სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე, სადაც პროტესტს გავაგრძელებთ. წავიკითხავთ ქალთა მოძრაობის მანიფესტს და ჩვენს ხმას გავაგონებთ ყველას“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა