ვიოლა ფონ კრამონი - მთავრობამ საქართველოს, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს უღალატა - ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ, თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ ევროპას ეკუთვნით

საქართველოს მთავრობამ საქართველოს უღალატა. [მთავრობამ] უღალატა საკუთარ კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მოუწოდა სასოწარკვეთას არ მიეცნენ და დასძინა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს.

„ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავისუფლებებისთვის და არ სურთ იყვნენ „რუსული სამყაროს“ ნაწილი. არა რუსულ კანონს!

ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ. ჩვენი კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს. თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ ევროპას ეკუთვნით“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან