„წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ - არა რუსულ კანონს! გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და მისთვის უნდა ვიბრძოლოთ

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ქართველი გამომცემლები ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება მოქალაქეების მოთხოვნას და ევროპულ მისწრაფებებს.

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ქართველი გამომცემლები ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობიდან ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის ინიცირებული კანონ-პროექტების განხილვის პროცესს და უერთდებიან ქართველი ხალხის საერთო მოთხოვნას - არა რუსულ კანონს!

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და მისთვის უნდა ვიბრძოლოთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა