იენს სტოლტენბერგი - ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ბახმუტი უახლოეს რამდენიმე დღეში შეიძლება დაეცეს - უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება

არ არის გამორიცხული, რომ ბახმუტი უახლოეს დღეებში დაეცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

“იმის, რაც რუსეთს ხარისხობრივად არ ყოფნის, რაოდენობრივად კომპენსირებას ცდილობენ. დიდი დანაკარგები განიცადეს. მაგრამ ამავდროულად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ბახმუტი საბოლოოდ უახლოეს რამდენიმე დღეში შეიძლება დაეცეს”, - თქვა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, თუ ეს მოხდება, ეს აუცილებლად არ ასახავს ომის გარდამტეხ მომენტს.

“ეს მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ რუსეთი სათანადოდ უნდა შევაფასოთ. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება”, - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი