ნინო ლომჯარია - პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო - ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ჩვენ ვართ ევროპელები და ვერ გაგვარუსებენ

ევროპა ვართ ჩვენ! თქვენ ხართ ევროპა! გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს. პარლამენტმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ - ჩვენ ვართ ევროპელები და ვერ გაგვარუსებენ, - ასე მიმართა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას, სადაც მოქალაქეები მეორე დღეა აპროტესტებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.

როგორც ლომჯარიამ მიმართვისას აღნიშნა, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, პარლამენტთან უნდა იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად მშვიდობიანად და პრინციპულად.

ამასთან, ლომჯარიამ წაიკითხა საქართველოს კონსტიტუციის შესავალი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი წეს-ჩვეულების დამკვიდრება.

„თქვენი მიღებული და გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია. თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოსვე უნდა იყოს დემოკრატიული წეს-წყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. ამას ამბობს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და გუშინ, კონსტიტუცია დაარღვიეს საქართველოს პარლამენტში, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება. გუშინ 76-მა დეპუტატმა მხარდამხარ თქვა უარი ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ და რუსეთის ორბიტისკენ. ეს იყო, “არა ევროკავშირს” და “კი რუსული ტიპის მმართველობას”. ეს არის არაკონსტიტუციური. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის გაცხადებულ კონსტიტუციურ არჩევანს. ევროპა ვართ ჩვენ! თქვენ ხართ ევროპა! გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს და მთელ მსოფლიოს პარლამენტმა უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ, მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამის ეშინია. ეშინიათ თქვენი, ეშინიათ სამოქალაქო პროტესტის და იმიტომ იღებენ ამ კანონს, ამ რუსულ კანონს ჰქვია შიშის კანონი. როდესაც ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონებს, ამიტომ, ვიდგეთ ერთად, ასე მრავალფეროვნები - ქალები, კაცები, ბავშვები, სტუდენტები, ხანდაზმულები, ნებისმიერი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანები, ყველა ერთად და დავიცვათ ჩვენი იდენტობა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან. ჩვენ ახლა, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვიამაყებთ, რომ აქ ერთად ვიდექით და საკუთარ თვითიდენტობას ვიცავდით. ჩვენ ვართ ევროპელები და ვერ გაგვარუსებენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო