უკრაინის საგარეო უწყება - ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

“როგორც სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, საქართველომ მყარად უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას აპირებს ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

“ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი მისი ამჟამინდელი რედაქციით ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში გააგრძელოს საქართველოს ევროპული მომავლის განვითარება”, - წერია განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება