ესტონეთის პრემიერი - საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია შესაძლოა, თანდათანობით, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს

საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია, შესაძლოა, თანდათანობით, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის კადრებით“, - აღნიშნა კალასმა.

ესტონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში შარლ მიშელის დღევანდელი განცხადება გააზიარა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძლიერი შეშფოთება გამოხატა საქართველოში განვითარებული პროცესების გამო. მიშელის თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. ამასთან, დასძინა, რომ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა