ლაშა ბაქრაძე - „ქართული ოცნება“ ღმერთისგან და ქართველი ხალხისგან დაისჯება

ამერიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის სიტყვები „ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ღმერთის მორჩილება“, ამიტომ ყველა, ვინც ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის სწორ მხარეს დგას, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ლაშა ბაქრაძემ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა დავანახოთ ძალა, ვისაც ჰგონია, რომ ქართველ ხალხს ძალიან ადვილად გატეხს.

„სხვათა შორის ბიბლიაში არის ჩემი ერთი საყვარელი ადგილი, ყველას გახსოვთ დაბადება, თავი 18-ი, სადაც აბრაამი ღმერთს სოდომისა და გომორის გამო ევაჭრება. აბრაამი ეუბნება 50 კაცი რომ იყოს მართალი, გადაარჩენ თუ არა ყველასო? ღმერთი ამბობს, კიო. აბრაამი კვლავ ეკითხება, 50-ი რომ არ იყოს და 45-ი იყოსო? ღმერთი, კარგიო, ეუბნება. მერე 30-მდე ჩამოდიან, მერე 10-ზე შეთანხმდებიან. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არავინ აღმოჩნდა 10 ადამიანი, რომელიც სხვების სულს იხსნიდა. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, „ქართული ოცნება“ ღმერთისგან და ქართველი ხალხისგან დაისჯება. კიდევ ერთი, ირაკლი კობახიძისათვის, საეკლესიო თემით, რომ სპეკულანტობს, ამერიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის სიტყვები „ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ღმერთის მორჩილება“, ამიტომ ყველა, ვინც ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის, სწორ მხარეს დგას. თავისუფლება ეს არის ყველაზე დიდი, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა და ამისათვის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ბრძოლა ღირს. დიდება თავისუფალ საქართველოს!

მადლობა აქ რომ მოხვედით, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ ძალა, ვისაც ჰგონია, რომ ქართველ ხალხს ძალიან ადვილად გატეხს. ეს ადამიანები ქართველებს არ იცნობენ, ამათ არ იციან, კიდევ უფრო დიდი ბრაზი იქნება და ასე ადვილად არაფერი არ შერჩებათ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, თავისუფალ ერთა კავშირში!“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა