გიორგი ვაშაძე - საქართველოში სრულიად ოპოზიცია ერთიანია, ჩვენ გვერდით დგას ევროპა და აშშ - არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, წინ და წინ!

მინდა ყველას გთხოვოთ, ეს ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ერთგული იქნებიან იმ დაპირების, რასაც დღეს ქართველ ხალხს აძლევენ.

„არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, წინ და წინ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისევე, როგორც თქვენ აქ ყველანი ხართ ერთად, ასევე ერთიანია სრულიად ოპოზიცია საქართველოში. შესაბამისად, საერთო ოპოზიციური სახელით დღეს გაგაცნობთ გარკვეულ საკითხებს, რომელიც ასევე სამოქალაქო სექტორთან და ყველა ჯგუფთან არის შეთანხმებული, თუ რა მოთხოვნები და კონკრეტული ნაბიჯები იქნება ჩვენი მხრიდან. მანამდე კი მინდა გითხართ, რომ ახლა გიყურებთ, მართლა გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ავაშენებთ საქართველოს, სადაც ყველას ექნება ღირსეული ადგილი. ჩვენ ავაშენებთ საქართველოს, სადაც ახალგაზრდას ექნება პერსპექტივა. მჯერა, რომ ავაშენებთ საქართველოს, სადაც ემიგრანტები დაგვიბრუნდებიან. გვჯერა, რომ ავაშენებთ საქართველოს, რომელიც გახდება ევროკავშირის, ნატო-ს წევრი. იქნება ერთიანი, ძლიერი და ღირსეული ღირსეულთა შორის. მჯერა, რომ ყველა თაობის ადამიანს ექნება იმ დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რისთვისაც ვიბრძვით. გულწრფელად პირობას ვდებ თქვენ წინაშე და ვფიცავ, არცერთი ჩვენგანი არასდროს აქ გაკეთებულ, თქვენს მიმართ მიცემულ პირობას არასდროს დაარღვევს და ვიქნებით ერთგული თქვენი, ქართველი ხალხის. გუშინ ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა ჩვენი, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიოდნენ, სპეცრაზმელები თავს ესხმოდნენ ჩვენს მშვიდობიან დემონსტრანტებს: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. დღეს ჩვენ გვერდით დგას ევროპა, აშშ, სრულიად ცივილიზებული სამყარო და ეს კიდევ მეტი გარანტიაა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო