გიორგი ქადაგიძე - ბევრჯერ წავქცეულვართ, წავბორძიკებულვართ, მაგრამ რუსეთთან ბრძოლა არასდროს შეგვიწყვეტია, ეს ბრძოლა არასდროს დასრულდება, ვიდრე სამშვიდობოზე არ გავალთ და ჩვენი სამშვიდობო არის ევროპა

ბევრჯერ წავქცეულვართ, ბევრჯერ წავბორძიკებულვართ, მაგრამ არასდროს რუსეთთან ბრძოლა არ შეგვიწყვეტია. ეს ბრძოლა არასდროს დასრულდება, სანამ სამშვიდობოზე არ გავალთ , - ასე მიმართა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტთან აქციის მონაწილეებს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ევროპა და ქვეყანა ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

„ჩვენი სამშვიდობო არის ევროპა, ევროკავშირის წევრობა. პროპაგანდა გვეუბნება, რომ თურმე რუსეთი და ბელარუსი არის მშვიდობა და კეთილდღეობა, გერმანია, ბელგია და შვედეთი არის ომი. პროპაგანდა გვეუბნება, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა. პროპაგანდა გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე არის 10 წელი. ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს. დღევანდელი დღე არის ამის დასტური. ამაზე მეტს ვერ გავაკეთებთ ვერავინ ვერასდროს. რუსული ოლიგარქი აუცილებლად დამარცხდება. ძალიან მალე გვეყოლება კოალიციური მთავრობა. ძალიან მალე გვეყოლება თავისუფალი სასამართლო და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკური პატიმრების ისტორიას ამ ქვეყანაში, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს! ძირს რუსული ოლიგარქია!“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა