მიუნხენში მცხოვრებმა ქართველებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება აქციით გააპროტესტეს

მიუნხენში მცხოვრებმა ქართველებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი აქციით გააპროტესტეს

მიუნხენში მცხოვრებმა ქართველებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება აქციით გაპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მიუნხენში, ქართულ საკონსულოსთან იყვნენ შეკრებილები. მათ გაშლილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: "ქართული ოცნება" საქართველოს კლავს!", "Russian low is not a choice of Georgia", We don't need Putin's khui low".

"ჩვენი დღევანდელი აქ შეკრების მიზეზი იყო ის, რაც გუშინ საქართველოში მოხდა, ყოვლად მიუღებელი, დაუჯერებელი და გაუგებარი ჩვენთვის, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ასეთი კანონი შეეყვანათ ძალაში. ნებისმიერი ჩვენგანის ვალია, რომ ვთქვათ - ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ჩვენი გზა არ არის რუსეთისკენ. ამას ყოველთვის დავაფიქსირებთ და თუ საჭირო იქნება, უფრო მეტი შევიკრიბებით და უფრო რადიკალურ ზომებსაც მივიღებთ",- განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ჩითინაშვილმა.

„ჩვენ, ქართველი ხალხი ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია. ამიტომაც ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და ვაპროტესტებ ქვეყნის უკან სვლას. ჩვენ არასოდეს გავხდებით რუსეთის გუბერნია“, - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ქეთევან ლებანიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი