აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს - მომიტინგეები ადგილზე განთავსებულ რკინის ჯებირებზე ხელებს აბრახუნებენ

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს - მომიტინგეები ადგილზე განთავსებულ რკინის ჯებირებზე ხელებს აბრახუნებენ

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს. მოქალაქეები პარლამენტის შესასვლელებთან დგანან. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, მათ მხარეს გადავიდნენ და სკანდირებენ: „საქართველო”.

დემონსტრანტებმა ფერადი კვამლი გაუშვეს, ასევე, ისინი ერთ-ერთ შესასვლელთან რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ.