გიორგი ვაშაძე - არც წყლის ჭავლი და არც ცრემლსადენი გაზი არ არის საჭირო და აქციაზე პროვოკატორებს ნუ გვიგზავნით

დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის გზა, რომ დამშვიდდეს სიტუაცია. აქ არც წყლის ჭავლი და არც ცრემლსადენი გაზი არ არის საჭირო და აქციაზე პროვოკატორებს ნუ გვიგზავნით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც ხელისუფლებას მიმართა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახლა ხელისუფლების ხელშია ბერკეტი, რათა ხალხი დამშვიდდეს.

„მოვუწოდებ, რომ ნუ გამოიყენებენ გადამეტებულ ძალას, პოლიციის მხრიდან. დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი იმიტომ, რომ ხალხი არის ძალიან აღელვებული. მიკროფონი მოგვპარეს, ხალხს რომ მივმართოთ, აქ, რუსთაველზე მშვიდობიანად ვიდგეთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. თქვენ ხელშია დამშვიდდეს საზოგადოება, ხალხი და ეს ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ. თქვენ ბევრი არ გეშველებათ, მაგრამ დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის გზა, რომ დამშვიდდეს სიტუაცია. აქ არც წყლის ჭავლი და არც ცრემლსადენი გაზი არ არის საჭირო და აქციაზე პროვოკატორებს ნუ გვიგზავნით. მე თვითონ გამოვედი და დავამშვიდე ის ხალხი, მაგრამ მთავარი არის შემდეგი, ახლა, რაც შეიძლება სწრაფად გაიწვიონ კანონი“, - განაცხადა „ფორმულასთან“ გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი