პარლამენტთან, სადაც სპეცრაზმელები მომიტინგეებს შლიან, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ე.წ. რობოკოპებმა წყლის ჭავლისა და "წიწაკის სპრეის" გამოყენებით აქციის მონაწილეებისგან მთლიანად გაათავისუფლეს როგორც პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩები, ასევე რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორია.