პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„პუტინის მონებო!“, - ასე მიმართავდნენ აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებს.
„იმედის“ თანამშრომლებმა დემონსტრანტებს ასევე შეურაცხყოფით უპასუხეს, რაც საბოლოოდ, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.