მოქალაქეების ნაწილი, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რუსთაველის გამზირზე კვლავ დაბრუნდა.
ტერიტორიაზე განლაგებულია სპეცრაზმი.
მოქალაქეები მათ მიმართავენ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი არ არის, მათი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან და სთხოვენ, არ წავიდნენ ხალხის წინააღმდეგ.
სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ გაწმინდა.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.