ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს.

ზელენსკი ქართველ ხალხს მანიფესტაციებზე უკრაინის დროშით მისვლის გამო მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს და ის დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში, მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ. არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას, ევროპაში წარმატებას.

ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს.

დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის, დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!“, - აცხადებს ზელენსკი, რომლის მიმართვის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა