პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს კვლავ აკავებს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან აქციის მონაწილეთა დაკავებები გრძელდება.

მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა