სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე დაბრუნებული აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით კიდევ ერთხელ ცდილობს

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე დაბრუნებული აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით  კიდევ ერთხელ ცდილობს

სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა კიდევ ერთხელ დაიწყო.

ხდება ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება. სპეციალური დანიშნულების რაზმები ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას სწორედ ამ გზით ცდილობენ.

რუსთაველის გამზირზე დაძაბული ვითარებაა.

შეგახსენებთ, რომ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით აქციის მონაწილეების რამდენჯერმე დაშლის მიუხედავად, მომიტინგეთა ნაწილი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდა.