ანდრიუს კუბილიუსი - თუ “ქართული ოცნება” გააცნობიერებს ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გაიწვიოს “უცხოური აგენტების” კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება

“ქართული ოცნება” და მთავრობა მიზანმიმართულად ქმნიან ახალ პროვოკაციებს და ახალ დაბრკოლებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

კუბილიუსის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გაიწვიოს “უცხოური აგენტების” კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება.

„ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და აპროტესტებს მთავრობის მიზანმიმართულ პროვოკაციებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ინსტიტუტები, მათ შორის ევროპარლამენტი, დგანან ქართველ ხალხთან ერთად და მზად არიან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის არჩევანს.

საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს და მიზანმიმართულად იწვევს ფართო პროტესტს.

“უცხო აგენტების” კანონით მთავრობის პოლიტიკურმა პროვოკაციამ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გამოიყვანა;

თუ “ქართული ოცნება” გააცნობიერებს თავის ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გაიწვიოს “უცხოური აგენტების” კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება”, - წერს კუბილიუსი.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა