მომიტინგეების ნაწილმა სანაპიროზე გზა ავტომობილებით ჩახერგა - აქციის მონაწილეები ბარიკადებად ნაგვის ურნებსაც იყენებენ

მომიტინგეების ნაწილს მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტილი აქვს.

კერძოდ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მომიტინგეთა ნაწილი სტვენითა და შეძახილებით საპროტესტო აქციას მართავს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მანქანებით ჩახერგეს. აქციის მონაწილეები გზაზე მხოლოდ სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მანქანებს ატარებენ. მომიტინგეები, ბარიკადების სახით, ნაგვის ურნებსაც იყენებენ.

როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ.

ადგილზე ამ დროისთვის არ იმყოფებიან სამართალდამცველები.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს