მომიტინგეები სანაპიროდან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან - ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

მომიტინგეები სანაპიროდან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან - ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

მომიტინგეები, რომელთაც მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტილი ჰქონდათ, რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

ამ დროისთვის, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა მანქანებით ჰქონდათ ჩახერგილი. ბარიკადებად იყენებდნენ ნაგვის ურნებსაც.