ეროვნული მუზეუმი - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს - ექსპონატების ნაწილი საცავებში იქნა გადატანილი

ეროვნული გალერეის ექსპონატების ნაწილი საცავებში იქნა გადატანილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, თუმცა ექსპონატები არ დაზიანებულა.

„დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა. საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან.

შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.

ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ” , - ნათქვამია განცხადებაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს