სენატორები ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს შემაშფოთებელი კანონმდებლობის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე

ამერიკელი სენატორები “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ პროცესებზე განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ხელისუფლებას კანონის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ.

სენატორების შეფასებით, კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან, რომელშიც ამბობს, რომ გაწევრიანება სურს.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს.

„ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობის გასაპროტესტებლად, ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თავს ესხმის საქართველოში დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, - განაცხადეს სენატორებმა.

მათი შეფასებით, თუ კანონპროექტს მიიღებენ, მის საზიანო შედეგზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.

„თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ამის საზიანო შედეგებზე პასუხისმგებელი ცალსახად მმართველ პარტია იქნება, რომელმაც უარი თქვა შეესრულებინა მისი მანდატი და წინ წაეწია ეკონომიკური და უსაფრთხოების მისწრაფებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეები აქვთ დასავლეთთან მიმართებაში. ეს კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც ის ამბობს, რომ სურს გაწევრიანება. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელი კანონმდებლობის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი მათ დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება მის მოქალაქეებს გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიაში”, - აცხადებენ სენატორები.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმციით, აღნიშნული განცხადება გაავრცელეს სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატორმა ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატ სენატორ ბობ მენენდესთან, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვან რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან, სენატის უმრავლესობის ლიდერ დიკ დურბინთან და რესპუბლიკელ სენატორ პიტ რიკეტსთან ერთად.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა