რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებმა ავტომობილი ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს. დემონსტრანტებმა მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

მოგვიანებით, ცეცხლი წყლის ჭავლით სამართალდამცველებმა ჩააქრეს, თუმცა ავტომობილი კვლავ აალდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.

პარალელურად, აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ ნაგვის ურნებით და სხვადასხვა ნივთებით ტერიტორიაზე ბარიკადების მოწყობას.

როგორც ცნობილია, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან განლაგებული, ხოლო მომიტინგეები სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ იმყოფებიან.

მანამდე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარება იყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ისმოდა პოლიციელთა მხრიდან ხმოვანი სიგნალებით გაფრთხილებები დაშლის თაობაზე, რასაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ და კვლავ ტერიტორიაზე რჩებიან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებმა ავტომობილი ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს. დემონსტრანტებმა მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

მოგვიანებით, ცეცხლი წყლის ჭავლით სამართალდამცველებმა ჩააქრეს, თუმცა ავტომობილი კვლავ აალდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.

პარალელურად, აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ ნაგვის ურნებით და სხვადასხვა ნივთებით ტერიტორიაზე ბარიკადების მოწყობას.

როგორც ცნობილია, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან განლაგებული, ხოლო მომიტინგეები სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ იმყოფებიან.

მანამდე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარება იყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ისმოდა პოლიციელთა მხრიდან ხმოვანი სიგნალებით გაფრთხილებები დაშლის თაობაზე, რასაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ და კვლავ ტერიტორიაზე რჩებიან.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს