საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს

საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

“საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ “უცხოური აგენტების” შესახებ პირველ მოსმენაში მიღებული კანონპროექტის მიერ გამოწვეულ ღრმა შეშფოთებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერასთან.

18 თებერვალს მიუნხენში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის მცდელობების გაგრძელებისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაახლოებისთვის. საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციისთვის”, - წერია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება