სპეცრაზმი კვლავ რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გაწმენდას ცდილობს

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებს.

პოლიცია ცდილობს მიმიტინგეებისგან ტერიტორია გაწმინდოს. საქართველოს პარლამენტის შენობიდან რესპუბლიკის მოედანამდე საატომობილო გზა თითქმის მთლიანად დაკავებული აქვთ სამართალდამცველებს. აქციის მონაწილეებმა კი თითქმის მეტრო "რუსთაველამდე" გადაინაცვლეს.

სპეცრაზმმა გაარღვია და აიღო ბარიკადებიც, რომელიც მანამდე პროტესტის მონაწილეებმა აღმართეს სხვადსხვა ნივთის, მათ შორის საზოგადოებრივი სკამებისა და ნაგვის ურნების გამოყენებით.

პარალელურად მიმდინარეობს დაკავებები და ისმის ხმოვანი სიგნალი, მოწოდება დაშლის შესახებ.

აქციის მონაწილეები თავის დაცვის მიზნით, მიმდებარედ არსებული ქუჩებისკენ მიემართებიან.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა