რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი კვლავ რჩწება. კერძოდ, ისინი განლაგებული არიან სასტუმროების - “ბილტმორის” და “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიებზე.
უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. ამასთან, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მთელს პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია პატრულირებს. პოლიცია რუსთაველის გამზირზე გასასვლელ ქუჩებზე - არჩილ ჯორჯაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებზეც დგას.
რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნებას კვლავ ცდილობს, მაგრამ სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.