სერგი კაპანაძე - უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს - საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩი ბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, „ჯერ არაა ეს პატარა ბრძოლა ბოლომდე მიყვანილი“.

„უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩიბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო.

ამიტომ საქმით უნდა აჩვენო "გაწვევა". ანუ დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო. ეგ იქნება საქმე.

მერე ისევ შეუძლიათ შემობრუნება, განა არ იკადრებენ, მაგრამ ახლა "გაწვევა" იქნება ეს.

პ.ს. და ყველა დაკავებული უპირობოდ უნდა გაუშვან“,- წერს კაპანაძე.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა