ხათუნა სამნიძე - ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პარტიები ამაში უნდა ჩაერიონ - ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცედურულად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე

ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა ჩაერიონ - ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცედურულად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე. ამას საპარლამენტო მუშაობა სჭირდება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

„ეს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა, რომლებიც წინ აღუდგნენ იმას, რომ ამ ქვეყანაში რუსული კანონებით გვეცხოვრა. მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ ამ ადამიანს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც უკან არ დაიხიეს, რომ ყველა ჯერზე შეეხსენებინათ „ქართული ოცნებისთვის“, რომ ისინი ელოდებიან ჩვენ ქვეყანას ევროპულ ოჯახში, ამას კი ხელს შეუშლიდა ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. სწორია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაინახა. მიუხედავად დაგვიანებისა და მოქალაქეებთან დაპირისპირებისა, მიიღო გადაწყვეტილება და გაიწვია კანონპროექტი უკან. ეს არის იმის შედეგი, რომ ადამიანებმა დაიჯერეს - ბრძოლას აქვს აზრი.

აქციები ახალგაზრდების ორგანიზებული იყო, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არ იყო ეს პარტიული. ამიტომ იყო შედეგი, გულწრფელი იყო, თვითორგანიზებული სწორი მოთხოვნით. ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა ჩაერიონ. გამარჯვებაა ის, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს, ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცედურულად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე. ამას საპარლამენტო მუშაობა სჭირდება“,- აღნიშნავს სამნიძე.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა