„ევროპის დროით“ ევროკავშირის ბიულეტენს აქვეყნებს

ორგანიზაცია „ევროპის დროით“ ევროკავშირის ბიულეტენს აქვეყნებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

ეკატერინე ქარდავა

სამართლის დოქტორი

ჟან მონეს პროფესორი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა დინამიკა

  • 1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (PCA);
  • 2004 წელს საქართველო გახდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ბენეფიციარი;
  • 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში ხელი მოეწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიტიატივის (EaP) დეკლარაციას და საქართველო გახდა ბენეფიციარი (დანარჩენ 5 ქვეყანასთან ერთად: უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი);
  • 2009 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობას მობილურობისათვის;
  • 2010 წელს ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის:
  1. ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ
  2. რეადმისიის შესახებ
  • 2010 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ;
  • 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას;
  • 2016 წელს საქართველო მიუერთდა ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებას;
  • 2017 წელს ევროკავშირმა საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში;
  • 2022 წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე;
  • 2022 წლის ივნისში, საქართველოს გაუხსნეს ევროპული პერსპექტივა, მას მიენიჭა პოტენციური კანდიდატობა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს ხალხის უცვლელი არჩევანი!!!

გურანდა ჭელიძე

ისტორიის დოქტორი

ჟან მონეს პროფესორი

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP)

2004 წელს ევროკავშირმა შეიმუშავა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP), რომელიც მიზნად ისახავდა გამყოფი ხაზების თავიდან არიდებას გაფართოებულ ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის; სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერებას ევროკავშირის მეზობელ რეგიონებში სამხრეთითა და აღმოსავლეთით. დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე დაფუძნებულ ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩაერთო ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, საქართველო, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, სირია, ტუნისი და უკრაინა. ალჟირის, ბელარუსის, ლიბიისა და სირიის მონაწილეობა ვრცელდებოდა სამეზობლო პოლიტიკის ცალკეულ მექანიზმებზე. რუსეთის ფედერაცია არ იყო სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა, თუმცა სარგებლობდა განსხვავებული სტატუსით და მონაწილეობდა პოლიტიკის ცალკეულ აქტივობებში. ENP ეფუძნება ევროკავშირისა და მისი მეზობლების ვალდებულებას, ერთად იმუშაონ ძირითად პრიორიტეტულ სფეროებზე. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ ხელი შეუწყო რეგიონალურ და მრავალმხრივ ინიციატივებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას ევროკავშირსა და თითოეულ ქვეყანა-პარტნიორს შორის. ევროკავშირი მეზობლებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობებს - პოლიტიკურ ასოციაციას, უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხალხებს შორის კონტაქტების გაფართოებას. ამასთან ევროკავშირი ითვალისწინებს სამეზობლო ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობების სხვადასხვა დონეს და სამეზობლო პოლიტიკას ახორციელებს დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე.

2015 წელს ევროკავშირმა მიიღო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისა და განახლების ორი დოკუმენტი.

https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2019-01/151118_joint-communication_review-of-the-enp_en.pdf

https://eeas.europa.eu/archives/docs/enp/documents/2015/151118_staff-working-document_en.pdf

ლექსიკონი

ევროკავშირი (ევროპული კავშირი/European Union) არის 27 ევროპული სახელმწიფოს გაერთიანება, რომელსაც სუპრანაციანალურ (ზენაციონალურ) კავშირს უწოდებენ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი. ევროსაბჭო (ევროპის საბჭო/Council of Europe) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 46 სახელმწიფოს. საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი. ამდენად, ეს ორი საერთაშორისო სუბიექტი/ორგანიზაცია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ევროპული საბჭო (European Council) არის ევროკავშირის ერთ-ერთი მმართველი ინსტიტუტი. (ის არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია/კავშირი, არამედ არის ევროკავშირის პოლიტიკური ორგანო). მის შემადგენლობაში შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ან მთავრობის მეთაურები. მათი შეხვედრები ცნობილია სამიტის სახელწოდებით. ევროპულ საბჭოს პრეზიდენტია შარლ მიშელი.

ევროკავშირის საბჭო (Council of the EU/Council) არის ევროკავშირის ერთ-ერთი მმართველი ინსტიტუტი (საკანონმდებლო ორგანო). მის შემადგენლობაში შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული მინისტრები. საბჭოს პრეზიდენტია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტრიო (სამი ქვეყანა 6 თვიანი ვადით, სულ 18 თვე). 2023 წლის 1 იანვრიდან საბჭოს პრეზიდენტია შვედეთი.

გამოქვეყნებები და მნიშვნელოვანი ლინკები

სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის “ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“. იხილეთ ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე: https://cu.edu.ge/grant-projects/implemented-projects/jean-monnet-projects-cu/tess-grant-project

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება