ცოტნე კობერიძე - ლომჯარია მავნებელია - ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა - ხალხი თვითორგანიზებული იყო

ამ პროცესებში ლომჯარია მავნებელია - ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა - ხალხი თვითორგანიზებული იყო, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მიერ აქციაზე გაკეთებული მოწოდების თაობაზე საზოგადოების, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის კრიტიკას.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, ადამიანებმა, ვინც ვაშაძე გააკრიტიკეს, ამით ქულების დაწერა სცადეს.

„აქციაზე ვაშაძე რას საუბრობდა, ეს ადამიანების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, არც გაუგია, რადგან დინამიკი არ იყო იმ დონის. ხალხი თვითორგანიზებული იყო. ისეთი ხალხი იყო, ვისაც, შეიძლება, ვაშაძისთვის კი არა საკუთარი დედ-მამისთვის არ მოესმინა და მათმა ნაწილმა, შესაძლოა, არც იცოდა, ვინ არის ცოტნე კობერიძე ან გიორგი ვაშაძე. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე მოვარტყათო. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობდა [ვაშაძის კრიტიკა], ჩემს გვერდზე მდგარან მაშინ, როდესაც პიკეტირება ყოფილა.

გუშინ ვითომ ქულები დაიწერეს, რომ კმაყოფილები იქნებოდნენ ამომრჩევლები, ვინც თვლიდნენ, რომ ვაშაძე შეიძლება გაეშავებინათ. ეს გამოიყენეს. ამის გამო, ესენი მავნებლები არიან. ამ განცხადებით, ჩემთვის ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა. გუშინ, რაც ხდებოდა, „ოცნებას“ აწყობდა? თუ აწყობდა, დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მოწოდებას პარლამენტის ალყაში მოქცევის შესახებ, კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშაძე „რეჟიმის მოკავშირეა“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება