გიორგი მარგველაშვილი - კრემლმა უკან დაიხია - თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია - მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ

კრემლმა უკან დაიხია - თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია - ისინი არიან ჩასაფრებულები, მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ,- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და საკუთარი იდენტობის ლუსტრაცია მოახდინა.

„ძალიან მარტივად შევაფასებ: კრემლმა უკან დაიხია. ვფიქრობ, ეს გამოხატავს იმ რეალობას, რაც არის. პროცედურული თემები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მგონი, ასე ხედავს არამარტო ცალკეული ადამიანი, არამედ მთელი საქართველო. ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და მოახდინა საკუთარი იდენტობის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი არიან მოსკოვური პროექტი, პირდაპირ იმართებიან კრემლიდან, თუ სხვა მოსკოვური სააგენტოდან. ეს ფაქტია, ამ რეალობას პოლიტიკურად ვერ გაექცევიან. თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ, მათი სახე ნაცნობია, ნათელია, რომ ამ პროექტის მიზანია ჩამოაშორონ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

რომც აიღონ და ჩააგდონ პროცედურა, ეს მათ იდენტობაში არაფერს ცვლის. ყველამ ნათლად დაინახა, რომ ისინი არიან ჩასაფრებულები, მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ“,- აღნიშნავს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს