ანა დოლიძე კანონპროექტის გაწვევის განცხადებაზე - ეს განცხადება არ მომწონს, აქ არც ბოდიშია - ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად

მე ეს განცხადება არ მომწონს. აქ, არც ბოდიშია. აქ ჩადებულია, რომ რაღაც კამპანიას ჩავატარებთო და ახლა ვინმეს ჰგონია, რომ ჩავა ოზურგეთში და იმ სიღარიბეში მცხოვრებ ხალხს დაარწმუნებენ, რომ კრასნოდარი და უფა სჯობს ევროპას? - ასე აფასებს პარტია „ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის განცხადებას.

ანა დოლიძის თქმით, ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო.

„ომი გრძელვადიანი პროცესია, ომი შედგება პატარ-პატარა ბრძოლებისგან, ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო! ჩვენ უნდა მივიღოთ და აღვნიშნოთ ეს გამარჯვება იმ ხალხმა, რომელიც გუშინ გაიყინა და რომელმაც სპეცდანიშნულების რაზმს თავი შეუშვირა, ორი-სამი დღეა რუსთაველზე დგას. ამ ხალხმა მიიღოს ეს გამარჯვება“,- განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.

ანა დოლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა იმავე კოლონიური აზროვნების მსხვერპლი, რა კოლონიურ აზროვნებასაც თესავს.

„ანუ თუ ისინი ატარებენ რუსულ ხაზს, მაშინ აზროვნებენ ისე, როგორც აზროვნებს კოლონიური ძალა. ოღონდ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კოლონიური აზროვნება ამ ახალგაზრდებს არ აქვთ. კოლონიური აზროვნების ნიშანია, შენ, როგორც დამორჩილებული ერი უნდა წარმოგაჩინოს წარუმატებლად, უპასუხისმგებლოდ და ჩამორჩენილად. ეს არის რუსული პროექტი. ასევე, კოლონიური პროექტი არის ის, რომ შენ მეორეხარისხოვანი აზროვნება უნდა გაგიჩინოს, შენ უნდა თქვა, არაფერი გამომდის და ა.შ. მშრომელი და მიმწოლი ადამიანი აქ არ უნდა გაჩერდეს და გაიქცეს. აი, ეს შეეშალათ. მართლა ისტორია არ იციან. ყაველაშვილის ლოგიკას დაუკვირდით, ადამიანი ამბობს, რომ ან მოღალატე უნდა იყოო ან უწიგნურიო. ანუ თან განათლებული იყო და თან არ იყო მოღალატე და პატრიოტი იყო, ეს არ შეიძლება? ნახეთ, რა წამოსცდა. ანუ ეს ხალხი არის უწიგნური, ისინი ქართველებს არ იცნობებენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ახლა სიფრთხილეა საჭირო.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. მადლობა ღმერთს, საქართველოს ჰყავს დარაჯები, ის ხალხი, ვინც ქუჩაში იყო. ჩვენ ვართ საქართველოს პროგრესული მომავლის დარაჯები. მე ეს განცხადება (ე.წ. აგენტების კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განცხადება) არ მომწონს. აქ, არც ბოდიშია. აქ ჩადებულია, რომ რაღაც კამპანიას ჩავატარებთო და ახლა ვინმეს ჰგონია და პლანეტაზე ნორმალურია, რომ ჩავა ოზურგეთში და იმ სიღარიბეში, სოციალურ შემწეობაში მცხოვრებ ხალხს, რომელსაც შვილი, შვილიშვილი ევროპაში ჰყავს, იქიდან გამოგზავნილ ფულზე ცხოვრობს, რომელსაც ზეთს უგზავნიან ზამთარში რომ გადარჩეს, ამ ხალხს დაარწმუნებენ იმაში, რომ კრასნოდარი და უფა სჯობს ევროპას?“- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე