შეიძინეთ ტელევიზორი Extra-ზე საუკეთესო ფასად

Extra.ge - ს როგორც ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას, უკვე ბევრი კარგად იცნობს, მეტიც, მისი კომფორტულობა და სიმარტივე საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი და ერთგულ მომხმარებლებად რჩებიან.

ექსტრა ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს განვითარებას და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი შესთავაზოს ონლაინ შოპინგის მოყვარულებს. სხვათა შორის, ექსტრას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ნივთების დისტანციურად ყიდვაზე გადავიდა, მათ შორის ისინიც კი, ვინც ონლაინ შოპინგს სკეპტიკურად უყურებდა.

დღესდღეობით extra.ge-ზე 600 მაღაზიის 120,000-ზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი. ნივთები კატეგორიების მიხედვითა განლაგებული, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ძიების პროცესს. თითოეული კატეგორია კი საკუთარ თავში აერთიანებს სხვადასხვა მახასიათებლის, დიზაინის, ფუნქციის მქონე ნივთებს.

მაგალითად, თუ ტელევიზორის ყიდვა ადრე მხოლოდ მაღაზიაში მისვლითა და ადგილზე შერჩევით იყო შესაძლებელი, დღესდღეობით რეალობა სრულიად შეიცვალა. საჭიროებაც კი აღარაა იმისა, რომ საცობებით გადატვირთულ ქალაქში იმოძრაო იმისთვის, რომ მიხვიდე რომელიმე ფიზიკურ მაღაზიაში ტელევიზორის საყიდლად, რადგან ექსტრაზე შეგიძლია, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო და შეიძინო სასურველი ტელევიზორი.

რა ტელევიზორებია წარმოდგენილი Extra-ზე?

ტელევიზორის ყიდვისას პირველი რაც უნდა განსაზღვროთ ეკრანის ზომაა, ეს კი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს თუ სად, რომელ ოთახში, რამხელა სივრცეში აპირებთ მის განთავსებას.

თუ რომელიმე კონკრეტული ბრენდის ტელევიზორს ეძებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ Extra.ge -ს ტელევიზორის კატეგორიაში თვალსაჩინოდაა გამოტანილი ბრენდების დასახელებები, რაც ნიშნავს იმას რომ ერთი კლიკით თვალწინ გადაგეშლებათ, თქვენთვის სასურველი ბრენდის ნაწარმი სხვადასხვა მახასიათებლებითა და ფუნქციური აღჭურვილობით.

Samsung, sony, Lg, hisense, Philips, TCL, Panasonic, vestel, JVC, Toshiba, xiaomi - წარმოადგენენ ტელევიზორების ფართო ასორტიმენტს ექსტრაზე, თითოეულ მათგანს თან ახლავს მახასიათებლების ის ნუსხა, რომლის მიხედვითაც უნდა მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება.

ტელევიზორი დღეს მხოლოდ საინფორმაციო გადაცემის საყურებელი მოწყობილობა აღარაა, ინტერნეტის საშუალებით ის შეიძლება აქციოთ მონიტორად და უყუროთ თქვენთვის საინტერესო ფილმებს, სპორტულ თამაშებს არა სატელევიზიო არხების მეშვეობით, არამედ ინტერნეტსაიტებიდან. ამისთვის მწარმოებლებმა მას დაუმატეს android სისტემა, რათა უფრო გამარტივდეს წვდომა ინტერნეტთან და შესაძლებელი გახდეს ისეთი რაღაცების ხილვა, რასაც სატელევიზიო არხები არ გვთავაზობენ.

რაც შეეხება ფასებს, როგორც წესი, ექსტრა განსაკუთრებული ფასდაკლებებით ანებივრებს ხოლმე მომხმარებლებს, ამ მხრივ გამონაკლისია არც ტელევიზორებია. მონაცემებისა და ფუნქციების მიხედვით ტელევიზორების ფასი 300 ლარიდან იწყება და 25 000 ლარამდე ადის, საშუალო დონის ტელევიზორს, რომელიც შეასრულებს ამ მოწყობილობისთვის საჭირო დავალებას 1000-დან 2000 ლარამდე შეიძენთ, ექსტრას კურიერები კი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგიტანენ.

(R)

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს