იერუსალიმის აეროპორტში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმის აეროპორტში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტის შემდეგ იერუსალიმის ბენ გურიონის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდებოდა.

დემონსტრაციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო.

21 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებების შემცირებას ითვალისწინებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე