„იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორი დავით სიმონია გახდა

იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით სიმონია აირჩიეს.

„იურიდიული დახმარების სამსახურის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიმონია აქამდე ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

„დავით სიმონია, მანამდე იკავებდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციას, 2019-2022 წლებში კი ამავე ორგანიზაციის ანალიტიკურ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

იგი მოღვაწეობდა სხვადასხვა საჯარო უწყებაში იურისტად, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

დავით სიმონიამ, 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2019 წელს მაგისტრის ხარისხი. დღეის მდგომარეობით იგი ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია“, - ნათქვამია „იურიდიული დახმარების სამსახურის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა