სლოვაკეთმა პოლონეთთან ერთად, შესაძლოა, უკრაინას MiG-29 მოიერიშეები გადასცეს

სლოვაკეთმა პოლონეთთან ერთად, შესაძლოა, უკრაინას MiG-29 მოიერიშეები გადასცეს

სლოვაკეთის ხელისუფლება მზადაა, უკრაინას, პოლონეთთან ერთად MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს.

„ვფიქრობ, დროა მივიღოთ გადაწყვეტილება“, - დაწერა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადიმ „ფეისბუქზე“.

იაროსლავ ნადის თქმით, მისმა პოლონელმა კოლეგამ მარიუშ ბლაშჩაკმა სტოკჰოლმში შეხვედრის დროს დაარწმუნა, რომ ვარშავა უკრაინისთვის MiG-29-ის ერთობლივ გადაცემაზე თანახმაა.

„ვადასტურებ, რომ პოლონეთი ოფიციალურად თანახმაა, რომ MiG-ები ერთად გავუგზავნოთ უკრაინას“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.