გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს იქნება მაშინ, როცა საქართველო მიიღებს სტატუსს, როცა საბოლოოდ დავიხსნით თავს რუსული დავალებების შემსრულებელი რეჟიმისგან

ამ ხალხს არ ვენდობი, ხვალ რატომ არ ატარებენ პლენარულ სხდომას?! როცა უნდათ, ჰიპერდაჩქარებული წესით აკეთებენ ყველაფერს - რუსულმა რეჟიმმა უკან დაიხია, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვება არაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის გადაწყვეტილებას მეორე მოსმენისას ჩააგდონ კანონი.

ამასთან, ვაშაძის თქმით, 160 დაკავებული ადამიანი ყოველგვარი ჯარიმების გარეშე უნდა გაათავისუფლონ.

„რუსულმა რეჟიმმა უკან დაიხია, ეს არის მთლიანად ქართველი ხალხის, მაგრამ განსაკუთრებით იმ პატრიოტი ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაგან ის ეროვნული მუხტი და ევროპული ენერგია მოდიოდა, რაც ასე საჭიროა ქვეყნისთვის. ყველამ ერთად მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე გზა გვაქვს გასავლელი, 160-ზე მეტი ქართველი პატრიოტი, რომელმაც დაიცვა საქართველოს ღირსება, საპყრობილეში ჰყავთ გამოკეტილი, არიან ადამიანები, ვისზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ეს ხალხი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. ისინი არიან პატრიოტი ახალგაზრდები და სხვადასხვა თაობის ადამიანები, რომლებიც მედგრად იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე. მივამართავ დღევანდელ რეჟიმს, გაათავისუფლეთ ეს ხალხი დაუყოვნებლივ, არავითარი ჯარიმები არ უნდა დაეკისროთ მათ. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ, ვინც არბევდა მათ დილის 8 საათამდე. მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როცა საქართველო მიიღებს სტატუსს, როცა საბოლოოდ დავიხსნით თავს რუსული დავალებების შემსრულებელი რეჟიმისგან, ამიტომ დღეს 19:00 საათ ზე დაანონსებულია აქცია და მე ვუერთდები ამ აქციას, მოვეფეროთ ერთმანეთს, ვუთხრათ მადლობა და მოვუსმინოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა თავის მოწოდებასთან დაკავშირებით მდინარაძის განცხადებას, რომ „ვაშაძე გაწირეს" და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთიანია და მასში განხეთქილებას ვერავინ შეიტანს.

მისივე თქმით, მოწოდება რაც მან გააჟღერა იყო საერთო გადაწყვეტილება და მას ხალხი დაეთანხმა, ხოლო ცალკეულ ინციდენტებს რაც შეეხება, მათი აღკვეთა ყოველგვარი ძალადობის გარეშე შეეძლოთ.

„ოპოზიცია ერთიანია და ვერანაირი მდინარაძეები ვერ შეიტანენ განხეთქილებას ჩვენს ერთიანობაში. იყო ცოტა ნერვების საკითხი, მაგრამ დღეს ყველაფერი დალაგდა, ვინც განცხადება გააკეთა უკან წაიღო, ზოგმა პოსტი წაშალა, ამიტომ ჩვენ ვართ ერთიანი და ვერავინ შეიტანს განხეთქილებას. წინ ამ ფრონტია ხაზზე დგას ათობით ათასი ქართველი ვინც ეს წარმატება მოიპოვა დღეს. ახლა პლენარულო სესიის კვირაა, მე ამ ხალხს არ ვენდობი, ასე მოგვატყუეს 20 ივნისს, 19 აპრილის შეთანხმებაზე, 8 მარტის შეთანხმებაზე, ხვალ რატომ არ ატარებენ პლენარულ სხდომას? როცა მათ უნდათ ჰიპერდაჩქარებული წესით აკეთებენ ყველაფერს, ამიტომ მოდუნება და ამათი ნდობა არ შეიძლება. მათი რეგიონალური მდივანი ამბობს, რომ თურმე საერთო ეროვნული კამპანიის დაწყებას აპირებენ, რომ ხალხს დაუმტკიცონ რა მაგარი კანონია ეს, რომელია მათ შორის მართალი? ხალხს რომ უწერს და აკომენტარებს, არაფრის გაწვევას არ ვაპირებთო, რეგიონებში უნდა ვიაროთო, რაზე აპირებენ რეგიონებში სიარულს, რომ რუსული კანონი რუსული აღარ არის?” - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო