შალვა პაპუაშვილი - იმედია, იმ სამ დეპუტატს ეყოფა გამბედაობა, თქვან, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის სამ დეპუტატზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ სამ დეპუტატ ქალს გამბედაობა უნდა ეყოს და თქვას მათზე ზეწოლას ვინ ახდენდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წევრზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს არა საკუთარი არჩევანის, არამედ ზეწოლის ქვეშ, არის კონსტიტუციური უფლებების შებღალვა.

„იცით, რომ 7 მარტს გვქონდა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა და ჩვენ ამით მე-12 პუნქტი შევასრულეთ.

მინდა შეგახსენოთ თუ რა თქვა საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თავის პირველ სიტყვაში: მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის სამ წევრ ქალბატონს, იმისთვის, რომ მათ ზეწოლას გაუძლეს. ამ ზეწოლის შესახებ, მათ შორის მეც ვიცოდი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ეს სამი წევრი დაასახელებს, ვინ ახდენდა საქართველოს პარლამენტის წევრებზე ზეწოლას, რომ მათ გადაწყვეტილება მიეღოთ არა საკუთარი არჩევანის საფუძველზე, არამედ გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიეღოთ. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, მათთვის, ვინც დღეს ეფარება რაღაც სექტორს, სინამდვილეში ზეწოლას ახდენენ სხვებზე. ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის არჩევის წინა პროცესი როგორ ჩაიშალა. იმედია, ამ სამ დეპუტატს გამბედაობა ეყოფა, რომ თქვან, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატებს: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას მადლობა გადაუხადა.

„ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად გამოვედი, რომ 3 ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა - თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის ხმა არ მოეცათ“, -განაცხადა იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი