Bloomberg - ვიქტორ ორბანი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას უშვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას უშვებს. ამის შესახებ, Bloomberg-ის ცნობით, მან ბუდაპეშტში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ორბანის თქმით, მოსკოვთან კავშირების შენარჩუნება, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში, უნგრეთის ინტერესებშია, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები შესაძლოა არ აღდგეს და ბუდაპეშტი იძულებული იქნება ამას მოერგოს.

“მესმის ომის შემდეგ რუსულ-ევროპული ურთიერთობების აღდგენის საჭიროება, მაგრამ ეს შორსაა რეალობისგან. სწორედ ამიტომ უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება შეგვიძლია რუსეთთან უახლოეს 10-15 წელიწადის განმავლობაში”, - განაცხადა ორბანმა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ გაუგებარია ნიშნავს თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებები რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკის შეცვლას. ორბანი ანალოგიურ აზრებს 2022 წლის არჩევნებზე ზედიზედ მეოთხედ გამარჯვების შემდეგაც გამოთქვამდა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს