„შავი ზღვის პლატფორმის“ საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ (BSP), საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა 10 მარტს გაიმართება.

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპატიო საბჭოს შეხვედრას ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები, ძირითადი სექტორული კომპანიები და ბიზნეს ასოციაციები დაესწრებიან.

„შეხვედრისას საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყალქვეშა ელექტრო კაბელის, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის, ფოთსა და კონსტანცას შორის საბორანე გადაზიდვების, შუა დერეფნის გაციფრულებისა და საქართველოში არსებული პორტების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხები განიხილება.

ასევე, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს „შავი ზღვის პლატფორმას“ და „პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფს“ შორის. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე