პაატა ბურჭულაძე - გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ახლა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი - გადამგდები არიან, არ არიან სიტყვის ხალხი

გილოცავთ! გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ახლა ყველანი ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ვიდრე წერტილი არ დაესმება ყველაფერს, ფხიზლად იყონ.

„გილოცავთ! გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს მოხდა გუშინ და გუშინ წინ. ახლა ყველანი ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი. ესენი გადამგდები არიან, არ არიან სიტყვის ხალხი. გუშინ, მათ დასაჯეს საქართველოს ახალგაზრდობა, რადგან მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა. დარწმუნდნენ, რომ თურმე, სამშობლოს სიყვარული ძალიან ძლიერი ყოფილა, რომელიც მათთვის ცოტათი გაუგებარია.

ეს კანონი უკვე რომ ყოფილიყო მიღებული, დღეს ყველა ჩვენგანის სახლში, შეეძლოთ მოსულიყვნენ და დავეპატიმრებინეთ.

საქართველოს დიდი უმრავლესობა საზღვარგარეთ არის წასული, იმისათვის, რომ იმუშაონ და იქიდან თანხა გადმოურიცხონ საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომაც, ამათ თვალში თქვენ იქნებოდით აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ ამაზე უარი ვათქმევინეთ, მაგრამ სანამ წერტილი არ დაესმება ამ ყველაფერს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყოველთვის უნდა გამოვიდეთ, როცა საჭირო იქნება და გავაპროტესტოთ.

მინდა, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ, საქართველო ვისია. ვისია საქართველო? - ჩვენი!“, - განაცხადა ბურჭულაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა