ანა ნაცვლიშვილი - ვთხოვთ პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება - მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა, "ქართულ ოცნებას" სახელი გატეხილი აქვს

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხის ნება, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურად უნდა გაფორმდეს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

„მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ „რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ.

ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე, მან ღირსეული შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა შვილებიც 7 და 8 მარტს საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

„ჩვენ არ ვივიწყებთ მებრძოლებს, რომლებიც არ შეუშინდნენ არც წყლის ჭავლს, არც გაზს, არც ცემასა და ძალადობას. სანამ ისინი სახლში უსაფრთხოდ არ იქნებიან, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს. მინდა ამ გამბედავი და ღირსეული ახალგაზრდების მშობლებს მადლობა ვუთხრა, რომ მათ ღირსეული შვილები გაზარდეს.

არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, სანამ ამ ქვეყანას არ ეყოლება არა რუსული, არამედ ქართული ანუ ევროპული ხელისუფლება არ ეყოლება. ყოველთვის, როცა საჭირო იქნება, იმ ევროპულ ხელისუფლებასაც შევახსენებთ, რომ კანონი ხალხს ეკუთვნის!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, მისი გამოსვლის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა