თბილისის მერია - მეტროსადგური „თავისუფლება“ მგზავრებს შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლება“ მგზავრებს შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის განმარტებით, ინფორმაცია, თითქოს, „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით, არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს პანიკის დათესვას.

„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას”, - აცხადებენ მერიაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე