რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ადგილზე ახალგაზრდების გარკვეული ნაწილო ამ დრომდე რჩება.

მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე იმყოფება პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აქცია პარლემტთან 10 მარტს, 11:00 საათზე კვლავ იგეგმება.

აქციის მონაწილეები დღეს 7-8 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპრპეტის წინააღმდეგ მომდინარე აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა.