აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის შესახებ“, ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან

მივესალმებით „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან.

„ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია. ჩვენ - მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, „უცხოური გავლენის შესახებ“, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ გააგრძელოს ამ ტიპის კანონმდებლობა, სწორედ იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთობლივად სერიოზულად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეებს ძალიან სურთ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ბოლო კვირების განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ხმით, გამოხატვით, რომ სურს დემოკრატიული საქართველო, რომელიც არის აყვავებული და ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული.

„მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს და შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ამ მისწრაფებების პარტნიორი“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს