ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია - უკრაინელები და ქართველები ყოველდღე გვახსენებენ, რა არის სინამდვილეში ევროპული პროექტი, -ამის შესახებ ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი „ტვიტერში“ წერს, სადაც თბილისში, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
„ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია. ხალხი არ დგას ბაზრისთვის ან ბიუროკრატიისთვის. თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ უკრაინელებს ან ქართველებს. ისინი ყოველდღე გვახსენებენ, რა არის სინამდვილეში ევროპული პროექტი. ვიყოთ ღირსები“, -წერს ევროპარლამენტარი.
რაფაელ გლუკსმანი თბილისში მიმდინარე მოვლენებს მანამდეც გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ დაწერა : „საქართველოს გაუმარჯოს. ვერც პუტინი და ვერც მისი მარიონეტები ვერ დაბლოკავენ ქართველი ერის ევროპულ მომავალს“.